«
ხშირად დასმული კითხვები
 
მთავარი გვერდი
კორიანის ფერები
პროდუქტი და მომსახურება
სად გამოვიყენოთ
დიზაინი კორიანით
ახალი ამბები
პარტნიორები
საჭირო ინფორმაცია
ბროშურები და დოკუმენტები
გალერეა
ხშირად დასმული კითხვები
რა არის კორიანი ?

Corian®_ი არის პრემიუმ კლასის, თერმოფორმირებადი, მტკიცე, საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, გლუვი ზედაპირის, უფორებო, ანტიბაქტერიული, მრავალფეროვანი და უხილავად შეწეპების უნარის მქონე ინოვაციური მასალა, რომელიც გამოიყენება ყველაზე ესთეტიური და პრაქტიკული ინტერიერისა და ექსტერიერის შესაქმნელად. კორიანი აერთიანებს ქვის, ხისა და ლითონის საუკეთესო თვისებებს.

 

ამასთან კორიანი არის ბრენდი და არა მასალის სახელწოდება. ის, როგორც ამ მასალის გამომგონებელს, ეკუთვნის კომპანია დუპონს. DuPont™ მეცნიერული კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა 1802 წელს აშშ-ში. დღეისათვის მას მსოფლიოს 70 ქვეყანაში აქვს 135 საწარმო და 120 სამეცნიერო ლაბორატორია. მისი თანამშრომლების რიცხვი აღემატება 75 000-ს. DuPont™_ის სამეცნიერო მიღწევების მიღებული პროდუქცია გამოიყენება თითქმის ყველა დარგში. კორიანი დუპონმა შექმნა 1967 წელს. (იხილეთ დეტალურად). 

სად იწარმოება კორიანი ?

კორიანი იწარმოება სტანდარტული ზომის ფელებისა და ნიჟარების სახით. საწარმოები განთავსებულია აშშ-ში, იაპონიაში და კორიაში. ძირითადი პალიტრა იწარმოება აშშ-სა და იაპონიაში, რამოდენიმე ფერი კორიაში - ვინაიდან საწარმოები ეკუთვნის დუპონს, ხარისხი ერთიდაიგივეა. ამ ქვეყნებში წარმოებული პროდუქცია მიეწოდება ევროპის ცენტრალურ საწყობს ბელგიაში, სადიანაც ჩვენი კომპანიის გავლით შემოდის საქართველოში. ჩვენ კი ვაწვდით ადგილობრივ ავეჯის მწარმოებლებს.


დუპონს საწარმოები აქვს ჩინეთშიც სადაც იწარმოება სხვა ბრენდები: Montelli® Basic და Montelli® Ultra (ე.წ. 100%-იანი აკრილი). ეს მასალები არის ასევე კარგი ხარისხის ვინაიდან იწარმოება არა მარტო ჩინეთის არამედ ევროპის ბაზრებისათვის. კორიანის ანალოგიურად ეს მასალები საქართელოში ხვდება ევროპის ცენტრალური საწყობიდან. თუმცა მათი ხარისხი არ არის ისეთივე მაღალი როგორიც კორიანის. სამაგიეროდ გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია (მასალის ფასები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე).

როგორ გავარჩიოთ ორიგინალი კორიანი ?

იმის გამო რომ კორიანი, როგორც ინოვაციური მასალა, კომპანია დუპონის გამოგონებაა და ათეულობით წლების განმავლობაში მხოლოდ დუპონი იყო მასალის ერთადერთი მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე, დღეს ყველა მსგავს მასალას შეცდომით კორიანს ეძახიან. სინამდვილეში კი კორიანი არ არის მასალის სახელწოდება ის ბრენდია, რომელიც მხოლოდ დუპონს ეკუთვნის. 

 

ამტომ თუ ხელოსანი ან მწარმოებელი გესაუბრებათ კორიანზე, ის შეიძლება ამ სიტყვის ქვეშ გულისხმობდეს არა ნამდვილ კორიანს, არამედ ნებისმიერ სხვა მსგავს, მათ შორის ელიავაზე ჩამოსხმულ, მასალას. ჩვენ არ გირჩევთ რომ მაინდამაინც კორიანი იყიდოთ. ჩვენ უბრალოდ გირჩევთ რომ კარგად გაერკვიოთ იმაში რასაც ყიდულობთ. კორიანი არის პრემიუმ ხარისხის და შესაბამისად ძვირფასი მასალა, - ნუ გადაიხდით კორიანის ფასს სხვა მასალაში.

 

ამასთან თუ არჩევანს შეაჩერებთ სხვა ბრენდზე, დარწმუნდით რომ მასალა ეკოლოგიურად სუფთაა. ეს მნიშვნელოვანია ვინაიდან მასალა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ ნაწარმს და ამასთან ნუ დაგავიწყდებათ რომ მას სამზარეულოსთვის ან აბაზანისთვის ყიდულობთ. გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ბმულზე ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ უნდა გაარჩიოთ ნამდვილი კორიანი. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ ნებისმიერ შემთხვევაში რომელ ბრენდზეც არ უნდა შეაჩეროთ არჩევანი:  იხილეთ ეს ბმული:

როგორ შევარჩიოთ ფერი და ფაქტურა ?

 

გახსოვდეთ რომ გადაწყვეტილების მიღებისას სილამაზის გარდა მნიშვნელობა აქვს კიდევ 3 მომენტს: 1. რამდენად იოლია ამ ფერის გადაბმა ისე რომ ნაპრალი აბსოლიტურად უხილავი იყოს 2. რამდენად კაწვრადია და 3. რამდენად გამძლეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ. 


უნაპრალო შეწებება: დამოკიდებულია მასალის ხარსიხზე, მწარმოებლის ინსტრუმენტებზე და მწარმოებლის გამოცდილებაზე. ამასთან ორიგინალი კორიანის გადაბმა ძალიან იოლია. ეს საკითხი კრიტიკული ხდება მაშინ როცა არჩევანს ვაკეთებთ შედარებით იაფ ბრენდებზე. დავუშვათ თუ ავარჩევთ დუპონის მეორე ბრენდს მონტელი ბეისიკს, მაშინ ფერების შერჩევისას მწარმოებელთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია იმის შესახებ თუ რამდენად შეძლებს მწარმოებელი ამა თუ იმ ფერის უნაპრალოდ შეწებებას. ზოგადად მუქი სადა ფერები უფრო რთული სამუშაოა;

 

გახსოვდეთ რომ ნაკაწრების მიმართ მედეგობა ნაკლები აქვთ უფრო მუქ და სადა ფერებს. მაგალითად სადა შავი კორიანიც კი არ არის რეკომენდირებული ინტენსიური დატვირთვის ზედაპირებისათვის. მას მხოლოდ დეკორატიული მიზნებით იყენებენ. კორიანის ფერის შერჩევისას გთხოვთ გაეცანით ფერების რუკას, სადაც აღნიშნულია სხვადასხვა ფერის მედეგობის მონაცემები;

 

ფერის მედეგობა ულტრაიისფერი სხივების მიმართ გასათალისწინებელია იმ შემთხვევაში თუ მასალას ვარჩევთ შენობის გარეთ მოსათავსებელი ნაკეთობისათვის, რომელსაც მზის სხივი პირდაპირ ხვდება. მაგალითად დუპონის მეორე ბრენდი მონტელი შენობის გარეთ არ არის რეკომენდირებული, ხოლო კორიანის სხვადასხვა ფერების მედეგობა ულტრაიისფერი სხივების მიმართ ნახეთ ფერების რუკაზე. 

 

იწოვს თუ არა კორიანი ლაქებს ?

Corian®-ი წარმოადგენს მასალას ზედაპირული ფორებისა და კაპილარების გარეშე. ის არის მყარი მთელ სისქეზე, გაერთიანებული უხილავი ნაკერებით. რაც უზრუნველყოლფს ზედაპირის მაღალ ჰიგიენურობას. ხელს უშლის ბაქტერიის ან ობის გაჩენას. Corian®-ი სერთიფიცირებულია როგორც ჰიგიენური მასალა საერთაშორისო სტანდარტის DIN EN ISO 846 - ის მიხედვით. მას გამოიყენებენ ყველგან სადაც სისუფთავეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგ: საოპერაციოები).

 

თუმცა ის ფაქტი რომ კორიანი არ იწოვს ლაქებს, არ ნიშნავს რომ მას მოვლა არ ჭირდება, ან თვითონ გასუფთავდება ზემოდან ჩაის, წითელი ღვინის თუ მანიკურის დაღვრის შემდეგ. კორიანის მოვლის დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: მოვლის ინსტრუქცია

რა ღირს ?

ჩვენი კომპანია არის კორიანის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართელოში. ჩვენ შემოგვაქვს მასალა და არ ვაწარმოებთ ნაკეთობებს. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ მხოლოდ მასალის ფასები. რაც შეეხება ნაკეთობებს ეს უკვე დამოკიდებულია მწარმოებელზე და ნაკეთობის სირთულეზე. 

 

მასალა იყიდება ფილებისა და ნიჟარების სახით. მათი ფასების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე: ფასები

რამდენად გამძლეა კორიანი დაკაწვრის მიმართ ?

კორიანის გამძლეობა დაკაწვრის მიმართ ცვალებადია ფერისა და ფაქტურის მიხედვით. არსებობს ფერები რომელთა გამოყენება არ არის რეკომენდირებული ინტენსიური დატვირთვის ზედაპირებზე, დავუშვათ სამზარეულოში. კორიანის ფერებისა და ფაქტურების კაწვრის მიმართ მედეგობის მაჩვენებლები იხილეთ ამ ბმულზე: კორიანის ფერების რუკა

შეიძლება თუ არა კორიანის ზედაპირზე ცხელი ტაფის დადგმა ?

მიუხედავად იმისა რომ ცხელი ტაფა დადგმით მას ვერ დააზიანებს, რეკომენდირებული მაინც არ არის. კორიანის თერმული დამუშავების ტემპერატურა 170 გრადუსს აღწევს. ამ ტემპერატურის მქონე ღუმელში კორიანი უნდა იყოს 20 წუთის განმავლობაში რომ დარბილდეს. რაც ვერ მოხერხდება ჩვეულებრივ სამზარეულოში. თუმცა გავარვარებულმა, წითელმა, ტაფამ შეიძლება დააზიანოს თქვენი კორიანი. კორიანის ყოველდღიურად მოხმარებისა და მოვლის ინსტრუქციას გაეცანით ამ ბმულზე: კორიანის მოვლის ინსტრუქცია

escort canakkale escort sanliurfa escort elazig escort sivas escort bursa escort antalya escort ankara escort hatay escort gaziantep turk porno